მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით თელ ავივსა და იერუსალიმში მორიგი საპროტესტო აქციები გაიმართა

08 სექ 2024

თელ ავივსა და იერუსალიმში ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქციები გაიმართა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამოსვლებში 400 000-მდე ადამიანი მონაწილეობს.

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. 

მედიის ცნობით,, ჰაიფაში მიმდინარე აქციაზე პოლიციასთან შეტაკებისას ორი ადამიანი დაშავდა.