„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს გასვლითი რეგიონული ღონისძიება ახალციხეში გაიმართება

08 სექ 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება.

როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს შეხვედრა ქალაქ ახალციხეში 18:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.