მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი ერთი ბრინჯაოთი დაასრულეს 

08 სექ 2024

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

საპრიზო ადგილზე გასვლა ლუკა ღვინჯილიამ შეძლო, რომელმაც ყაზახი უკიმეტული 4:1 დაამარცხა.

მართალია, ტურნირი დღეს სრულდება, მაგრამ ქართველი ფალავნები უკვე გამოეთიშნენ ბრძოლას და მედლებისთვის ასპარეზობას ვეღარ გააგრძელებენ.