სამი მედალი ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან 

08 სექ 2024

ტალინში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობები დასრულდა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები ნინო ლოლაძე და ალექსანდრე ლოლაძე გახდნენ.

ლუკა ჯავახიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2017 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებმა ვერ მოახერხა ოქროს მედლის მოგება.