კენიის სკოლაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

08 სექ 2024

კენიის სკოლა-პანსიონში  გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. თავდაპირველი მონაცემებით ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა, რომელთაც მძიმე დამწვრობები აღენიშნებოდათ.

დაწყებითი სკოლა-პანსიონი დედაქალაქიდან 150 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საერთო საცხოვრებელში 156 მოსწავლე ირიცხებოდა.