“აპრილი” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელია

08 სექ 2024

„აპრილი“ – დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

ვენეციის რიგით 81-ე კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის  ახალი ნამუშევარი მთავარ საკონკურსო სექციაში, 21 ფილმს შორის მოხვდა.

ფესტივალზე ფილმის პრემიერას, რეჟისორთან ერთად, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები – ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ესწრებოდნენ.