პრემიერმა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა

08 სექ 2024

UEFA-ს ერთა ლიგის ფარგლებში გამართულ საქართველო-ჩეხეთის მატჩს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე მიხეილ მესხის სტადიონზე დედაქალაქის მერსა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

თამაშის დასრულების შემდეგ პრემიერმა ნაკრების წევრებს გამარჯვება მიულოცა და მომდევნო მატჩებში წარმატება უსურვა.