“ზღვა და ქართველები“ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი 

09 სექ 2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ზღვა და ქართველები“ გრძელდება. მეორე საფესტივალო დღე მუსიკოსებს დაეთმო და მაყურებელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ქართველი და უცხოელი შემსრულებლების რეპერტუარი.

“წინაპართაგან წავიდა ყველა“ - ასე ერქვა საღამოს, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას მიეძღვნა, გაიხსენეს მისი პოეზია და პოეტის პირადი ისტორიები.

საერთაშორისო ფესტივალი “ზღვა და ქართველები“ 5 დღეს გაგრძელდება. პროგრამაშია გამოფენების მოწყობა, ლიტერატურის საღამოების გამართვა და დოკუმენტური ფილმების ჩვენება.