ზუგდიდში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ბაბუა დააკავეს

09 სექ 2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 70 წლამდე კაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული 9 წლის გოგონაზე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალადობდა. 

მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე პრიმა და 151-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და მუქარას გულისხმობს.