ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი კიევში ჩადიან

11 სექ 2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი დღეს კიევში ჩავლენ. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.  

ამასთან, მათივე ცნობით, 12 სექტემბერს ბლინკენი გაემგზავრება პოლონეთში, სადაც შეხვდება პოლონეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს, რათა განიხილოს მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის თავდაცვისა და ენერგეტიკის თანამშრომლობის გაღრმავება.