ეროვნულ ნაკრებს ბათუმში სტადიონთან გულშემატკივრობდნენ

11 სექ 2024

 

საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების საფეხბურთო მატჩს ბათუმში გულშემატკივრები ღია ცის ქვეშ სტადიონთან მოწყობილ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს.

ქომაგები ამბობენ, რომ მორიგი საოცარი თამაში ნახეს და სჯერათ, რომ ეს გამარჯვების მხოლოდ დასაწყისია.