დრეზდენში კაროლას ხიდი ჩაინგრა

11 სექ 2024

დრეზდენში კაროლას ხიდი ჩაინგრა, რომელიც მდინარე ელბაზე არსებული ოთხი ხიდიდან ერთ-ერთია.

ქალაქის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შემთხვევის დროს ხიდზე არავინ იმყოფებოდა და, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.

საავტომობილო, ასევე გემების მიმოსვლა გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. ხიდის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.