პრემიერ-მინისტრი ძლევიჯვარის წმ. გიორგის დედათა მონასტერში იმყოფებოდა

11 სექ 2024

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ძლევიჯვარის წმინდა გიორგის დედათა მონასტერში იმყოფებოდა. 

მთავრობის მეთაურს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა და დედათა მონასტრის წინამძღვარმა სქემ -მონაზონმა ვალერია სხილაძემ უმასპინძლეს.

სასულიერო პირები ხელისუფლების წარმომადგენლებს ტაძრის მშენებლობის შესახებ ესაუბრნენ. მონასტერი  2018-2019 წლებში აშენდა