ტაიფუნი ვიეტნამში  

12 სექ 2024

ტაიფუნმა "იაგმა" ვიეტნამის ჩრდილოეთში  179 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაკარგულად ითვლება 145. სტიქიის გამო გარკვეული შეფერხებებია ვიეტნამის დედაქალაქში.

საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. "იაგი" - "უკიდურესად საშიში და ძლიერი" სუპერ ტაიფუნია, რომელიც მე-5 კატეგორიის ქარიშხლის ტოლფასია.