საქართველო ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალზე საპატიო წევრის სტატუსით 

12 სექ 2024

ბუდაპეშტი ღვინის რიგით 33-ე ფესტივალს მასპინძლობს. უნგრეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის ფარგლებში წელს პირველად საქართველო „ბუდაპეშტის ღვინის საერთაშორისო ფესტივალის“ საპატიო მონაწილე ქვეყანაა.

ევროპის ცენტრში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურას, დააგემოვნონ ქართული ღვინის ნაირსახეობები და კერძები.