საქართველო ბუდაპეშტის ღვინის ფესტივალზე საპატიო წევრის სტატუსით

12 სექ 2024

ბუდაპეშტის 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. ოთხი დღის განმავლობაში, ფესტივალის ათასობით ვიზიტორს საშუალება აქვს დააგემოვნონ ქართული ღვინის ნაირსახეობა, ტრადიციული კერძები და გაეცნონ საქართველოს კულტურას.