ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

13 სექ 2024

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ერთმანეთს  სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შემთხვევის გამო, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.