თანამშრომლობის მემორანდუმი

13 სექ 2024

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების მიზანია არაფორმალური მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელშეწყობის კუთხით თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.

პირველ ეტაპზე აეროპორტების გაერთიანება მულტიფუნქციური ცენტრის სტუდენტებისთვის შეიმუშავებს „საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზების“ სასწავლო კურსს.