შავი ზღვის ფესტივალის მეხუთე დღე ჯაზს დაეთმო

14 სექ 2024

ბათუმის შავი ზღვის მუსიკალური ფესტივალის მეოთხე დღე ჯაზს დაეთმო. ქართულ ჯაზ ბენდთან ერთად ვიოლინოს პარტია შეასრულა ცნობილმა მუსიკოსმა ვიტალი იმერელმა, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკაში მოღვაწეობდა და ამჟამად ფინეთში ცხოვრობს. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მარტო კლასიკურ მუსიკას არ მოიცავს და იგი სინთეზურად მრავალმხრივია.