გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს ასაჯაროებს

14 სექ 2024

საქართველოს პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს ასაჯაროებს. მანამდე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის ინტერვიუს გამოეხმაურა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებები არის სიცრუე და ემსახურება საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობას.