მასტერკლასი შავი ზღვის ფესტივალის ფარგლებში

14 სექ 2024

ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში,  სპეციალური მოწვევით, ახალგაზრდა მევიოლინეებს მასტერკლასები  ჩაუტარა ვენის ხელოვნების აკადემიის პროფესორმა,  ვენის სიმფონიური ორკესტრის პირველმა კონცერტმაისტერმა  ანტონ სოროკოვმა. მასტერკლასები ორ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობს.