უფასო კურსები სტუდენტებისთვის

14 სექ 2024

თენიქსი-სასწავლებელი სტუდენტებს  ბათუმში გრაფიკული დიზაინისა და ფრონტ-ენდ დეველოპმენტის პროგრამების უფასო კურსებს სთავაზობს. პროგრამების პრეზენტაცია ნავიგაციის უნივერსიტეტში გაიმართა. ღია კარის დღეზე სწავლის მსურველებს საშუალება ჰქონდათ,  სასწავლო სივრცეს გაცნობოდნენ და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების შესახებ. 10X -ის გუნდის მიზანია,   მსურველებს თანამედროვე პროფესიების შესაწავლასა და ტექნოლოგიების სფეროში კარიერის დაწყების შესაძლებლობაში დაეხმარონ. პროგრამებზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 22 სექტემბერია.