რუმინეთში წყალდიდობას ებრძვიან - არის მსხვერპლი

15 სექ 2024

სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობა რუმინეთში. ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებულმა მდინარემ 8 ოლქში ათასობით სახლი დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, პროცესში ჩართულია სამაშველო ვერტმფრენი.
სინოპტიკოსები უხვ ნალექს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ჩეხეთში, უნგრეთსა და პოლონეთშიც ვარაუდობენ. ცნობისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა ჩეხეთში. ქვეყანაში წყალდიდობის საფრთხეა.