ქუთაისში, კორპუსის სახურავიდან წყლის ავზი გადმოვარდა - დაშავდა ორი ადამიანი

16 სექ 2024

ქუთაისში, კორპუსის სახურავიდან წყლის ავზი გადმოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

ავზი სახურავიდან სავარაუდოდ, ძლიერი ქარის გამო გადმოვარდა.