ბათუმმა ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს აბსოლუტურ ღია ფალავნობას უმასპინძლა

16 სექ 2024

ბათუმის სპორტის სასახლემ ისტორიაში პირველ, მსოფლიოს ღია აბსოლუტურ ფალავნობას უმასპინძლა ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც ქართველების გარდა, 15 ქვეყნის ასზე მეტი მოჭიდავე მონაწილეობდა.

მათ შორის იყვნენ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, პრიზიორები და სხვა არაერთი ტიტულოვანი ფალავანი. მსოფლიოს აბსოლუტური ფალავნის ტიტული გურამ თუშიშვილმა მოიგო.