პრემიერ-მინისტრის განცხადება

17 სექ 2024

რამდენიმე დღის უკან ბიძინა ივანიშვილის მიერ, გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა დღეს პრემიერი.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების ირგვლივ, რომელიც პრემიერის განმარტებით ქართულ-ოსურ შერიგებას ეხებოდა, ხელისუფლების ოპონენტებმა არაჯანსაღი აჟიოტაჟი ააგორეს.