ხელვაჩაურისა და ქედის რამდენიმე სოფელში დამეწყრილი გზები იწმინდება - გზების დეპარტამენტი

17 სექ 2024

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დამეწყრილი საავტომობილო გზის გაწმენდის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

უწყების ცნობით, ხელვაჩაურში, სოფელ ზედა კირნათის და ქვედა-ჩხუტუნეთი-გორგაძეების საავტომობილო გზაზე გაწმედნის სამუშაოები დასრულებულია.

მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სოფელ კობალთაში და სარფში კალენდერეს მიმართულებით დამეწყრილი გზის აღდგენა.

ქედაში, ქედა-გოგინიძეების მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს ხელვაჩაურის მერთან ერთად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ცინარიძე გაეცნო.