პრემიერ-მინისტრმა რთველის საკოორდინაციო შტაბი მოინახულა

18 სექ 2024

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მევენახეობის, მეღვინეობის დარგის განვითარება და მოხარული ვარ, რომ წელს მევენახეებს, მეღვინეებს ექნებათ რეკორდული შემოსავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოსავლის დაბინავების პროცესი წარიმართება სათანადოდ.