საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი“ ფიბ-ევროპის თასზე ითამაშებს

19 სექ 2024

საქართველოს ჩემპიონმა, „ქუთაისმა“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე სლოვაკურ „ლევიცესთან“ ითამაშა.

მატჩი მეტოქის უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 111:87. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მეოთხედფინალური მატჩი.

„ლევიცეს“ ჯგუფში მოსახვედრად კიდევ ორი შეხვედრა აქვს მოსაგები, ნახევარფინალი და ფინალი. „ქუთაისი“ კი ფიბა-ევროპის თასზე განაგრძობს ბრძოლას, სადაც ის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ჯი ჯგუფში იქნებიან  გერმანული „ტელეკომ ბონი“, ბულგარული „ბალკანი“ და ესპანურ „ბილბაოსა“ და ლატვიურ „ნეპტუნასს“ შორის გამარჯვებული.