შედგება თუ არა ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება? - პოლიტიკური შეფასებები

19 სექ 2024

ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უნიჭო დრამატურგიას უწოდებს ქართული ოცნების წევრი ბექა ოდიშარია.

დეპუტატს მიაჩნია, რომ პრეზიდენტსა და  პოლიტიკოსებს შორის გამართული შეხვედრები გათამაშებული პროცესია და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ.