ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი

19 სექ 2024

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სახალვაშოს პლატფორმაზე ვიზიტორებისთვის გასვლით ტური ჩატარდა. მსურველები გადამფრენ ფრინველებს  ჭოროხის დელტაზე, პალიასტომის ტბასა და სახალვაშოს პლატფორმაზე აკვირდებიან.

დღეს ფესტივალის მონაწილე ილიას უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფმა ვიზიტორებისთვის ფრინველის დაჭერის, მისი აღრიცხვის და სპეციალური სამაგრით დარგოლვის პროცესი შეასრულა.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.