ოკუპანტის იერიშს სუმის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა

20 სექ 2024

ოკუპანტის იერიში უკრაინაში გრძელდება. სუმის ოლქში პანსიონატზე განხორციელებული იერიშის შედეგად სადაც 200-ზე მეტი  ხანდაზმული ცხოვრობდა, 1 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმა მართვადი საავიაციო ბომბით განხოციელდა. გარდა ამისა მომავალ კვირაში დაგეგმილია უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ჩავა და ჯო ბაიდენს, კამალა ჰარისსსა და დონალდ ტრამპს შეხვდება.

პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, ზელენსკი ოფიციალური ვიზიტის დროს ე.წ გამარჯვების გეგმას წარადგენს.