დანიაში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

21 სექ 2024

დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს, რომლებშიც ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი;
კალიგრაფი გიორგი სისაური მიიღებენ მონაწილეობას ასევე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი წარადგენს უილიამ შექსპირის „ოტელოს“, ხოლო საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დანიის კინო-ინსტიტუტის სინემათეკასთან პარტნიორობით სამი ქართული ფილმის ჩვენებას გამართავს.