21 სექ 2024
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ სატელევიზიო პროექტს იწყებს, რომელიც 2024 წლის არჩევნებს მოიცავს, კვირაში ერთხელ მაუწყებლის ეთერი საარჩევნო სუბიექტებს დაეთმობა, რომლებიც მაყურებელს მათ საარჩევნო პროგრამას გააცნობენ. გადაცემა ეთერში ყოველ შაბათს 21:00 საათზე გავა და მას ნაზი ქობულაძე გაუძღვება.