საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი პენალტების სერიით დასრულდა

21 სექ 2024

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა, რომლის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა.

მატჩის დაწყებამდე პარიზის პარალიმპიადის მონაწილეებმა მედლები წარადგინეს.

ლეგენდების მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდები შეხვდნენ.