ირანში მაღარო აფეთქდა - დაიღუპა სულ მცირე 51 ადამიანი

22 სექ 2024

სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა ირანში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. შემთხვევა ტაბასში მოხდა. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, თუმცა მაშველებს ხელს უშლის მაღაროში დაგროვებული მეთანი. სახელმწიფო მედიის ცნობით, ტრაგედიის დროს მაღაროში 69 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა ოჯახებს უკვე გამოუცხადა სამძიმარი ირანის პრეზიდენტმა.