დეპუტატების შეფასება გავრცელებულ სანქციებზე

23 სექ 2024

არ მგონია, დასანქცირება ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ქმედითი იარაღი იყოს - მას მკაფიოდ აქვს გაცხადებული, სამშობლო უპირველეს ყოვლისა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განუცხადა.

წილოსანი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მოსალოდნელ დასანქცირებაზე "ამერიკის ხმის" ინფორმაცია „გარკვეულწილად კულუარული ჭორია", რაზეც კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება.