ბათუმი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო ახალგაზრდულ სერიას უმასპინძლებს

24 სექ 2024

26-29 სექტემბერს ბათუმის სპორტის სასახლე მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო ახალგაზრდულ სერიას უმასპინძლებს. ტურნირში 10 ქვეყნის 120 სპორტსმენი იასპარეზებს როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის.     

 საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ტურნირზე 28 სპორტსმენი იასპარეზებს.