ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია

25 სექ 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, კონგრესის მიზანია კულტურისა და ისტორიის დაცვა და პოპულარიზაცია.

ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო.

შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქართული ენისა და კულტურის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.