25 სექ 2024
აბასთუმნის ობსერვატორიაში ახალი გუმბათი და ტელესკოპი დამონტაჟდა. აბასთუმნის ტელესკოპი ავსტრიულმა კომპანიამ დაამზადა, ტელესკოპი ტესტირების რეჟიმში უკვე მუშაობს.
პროექტს, მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 8.6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.