გვარამია პარტიულ სიაში არ იქნება

25 სექ 2024

პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიაში არ იქნება. თუმცა მისი თქმით, აპირებს საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებას და საჯარო პოლიტიკურ შეფასებებს.

ამბობს, რომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ სწორედ ცვლილებაზეა ორიენტირებული და არა ჩანაცვლებაზე.