ლელოს გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა

25 სექ 2024

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია "ძლიერ საქართველოს" შეუერთდა.

ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი არის "პატრიოტი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი".