“ქართული ოცნების” მხარდასაჭერი კონცერტი ხულოში

26 სექ 2024

ხულოში ქართული ოცნების მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა. წინასაარჩევნო სააგიტაციო ღონისძიებაში ჯგუფი ქუჩის ბიჭები და ქუჩის მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

მსგავს ღონისძიებებს ''ქართული ოცნება'' დემოკრატიული საქართველო ყველა მუნიციპალიტეტში მართავს.

წინასაარჩევნო ღონისძიებას დღეს შუახევი უმასპინძლებს.