საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ - სხდომა ცესკოში

26 სექ 2024

42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი  65 ათას  508  ამომრჩევლისთვის. სხდომა ცესკოში ერთი საათია მიმდინარეობს.

ცესკოს ინფორმაციით,  გაიზარდა იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, სადაც წელს საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცემა.

ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, კორეა  იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა. 

საარჩევნოა ადმინისტრაცია მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ხელი შეუწყონ ჯანსაღ საარჩევნო გარემოს.