26 სექ 2024
„ამნისტიის კანონი“, რომელიც ხელმოსაწერად პრეზიდენტს მაგიდაზე უდევს, ისევ პოლიტიკური ბრალდებების საკითხია.
იუსტიციის მინისტრი თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ის 1000-ზე მეტი პატიმარი ,რომელიც მე-9 დღეა უშედეგოდ ელოდება პრეზიდენტის ხელმოწერას და ნანატრ თავისუფლებას, მაინც გავა გარეთ“.
რატი ბრეგაძისთვის გაუგებარია პრეზიდენტის მოტივი. მისი თქმით, თუ პრეზიდენტი ორ ოქტომბრამდე არ გამოაქვეყნებს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს პარლამენტს, კონსტიტუციის თანახმად, 5 დღის ვადაში მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.