საკონსტიტუციო  კომისიის  სხდომა 

09 აპრ 2017

საკონსტიტუციო კომისია მსჯელობის მე-3 ეტაპზე გადავიდა. უმრავლესობა ამ წუთებში განვლილ საკითხებს აჯამებს.  მიუხედავად ბევრი თანხვედრისა, კვლავ რჩება აზრთა სხვადასხვაობა.

ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი საკითხია ქორწინების კონსტიტუციური დეფინიციაც, რომლის სახელისუფლებო ვერსიაც, არასამთავრობოთა აზრით, ჰომოფობიის წამახალისებელ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.  მესამე სექტორში საკითხის დღის წესრიგში დაყენების აუცილებლობას ვერ ხედავენ. კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა ოპოზიციაც.