„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია - ისრაელის თავდაცვის ძალები

28 სექ 2024

„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.

„ჰასან ნასრალა ვეღარ შეძლებს მსოფლიოს დატერორებას“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას“ სხვა წევრების ლიკვიდირებაც განხორციელდა.

ჰასან ნასრალას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ჰეზბოლას“, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.