„ჰეზბოლა“ ჰასან ნასრალას დაღუპვას ადასტურებს

28 სექ 2024

„ჰეზბოლა“ ლიდერის, ჰასან ნასრალას დაღუპვას ადასტურებს.

"დაჯგუფება გააგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას, ღაზისა და პალესტინის მხარდაჭერას და ლიბანელი ხალხის დაცვას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ჰასან ნასრალას ლიკვიდირების შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს, მათი განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას“ სხვა წევრების ლიკვიდირებაც განხორციელდა.