ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო ავიაკომპანიებს მოუწოდებს, ისრაელის და ლიბანის საჰაერო სივრცეს მოერიდონ

28 სექ 2024

ევროკავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო ავიაკომპანიებს მოუწოდესბს, ერთი თვის განმავლობაში ისრაელის და ლიბანის საჰაერო სივრცეში შესვლას მოერიდონ.

რეკომენდაცია 31 ოქტომბრამდეა გაცემული.

„სააგენტო დააკვირდება არსებულ ვითარებას და შეაფასებს რისკებს, რის შემდეგაც გავცემთ კიდევ ერთ რეკომენდაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიშის შედეგად, "ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალას ლიკვიდირებული.