„ჰეზბოლას“ ლიდერის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის შემდეგ ირანის უზენაესი ლიდერი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

28 სექ 2024

ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ხამენეის ირანის ტერიტორია არ დაუტოვებია და იმ ადგილას, სადაც გადაიყვანეს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.

გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალაა ლიკვიდირებული.